­

Axiom™ myDesign™ 384HT მომხმარებლის დიზაინით შექმნილი ტესტ-სისტემა

 

კატალოგის ნომერი: 000870

აღწერა:

384HT Axiom™ myDesign™ - ნაკრების საშუალებით შესაძლებელია გენოტიპირების პანელის შედგენა გენომური მასშტაბის ანალიზებისთვის, მათ შორის რეპლიკაციის, კარტირების და სხვა გენეტიკური კვლევებისთვის. Genotyping Solution - უნივერსალური პროტოკოლის გამოყენებით, myDesign-ის ტესტ-სისტემები გვთავაზობს მოქნილობის უპრეცენდენტო შესაძლებლობებებს, რათა შევქმნათ ოპტიმალური პანელი ჩვენთვის საინტერესო სახეობების კვლევისთვის.

პლანშეტი მოცავს 384 არეს, რომელიც თავის მხრივ აერთაინებს 1 500-დან 50 000-მდე გენეტიკურ მარკერს ერთ კონფიგურაციაში. შეკვეთის მინიმალური ზომა - 1920 ნიმუში. 

myDesign - მომხმარებლის დიზაინით შექმნილი პანელების მახასიათებლებია:

  • მოქნილი შემადგენლობა – პანელების სრულყოფილი დიზაინის შესაძლებლობა მკვლევარებს მათთვის საინტერესო SNP-ების შერჩევის თავისუფლებას ანიჭებს; ასევე შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა სახეობის გენეტიკური მარკერების გაერთიანება ერთ პანელში; 
  • მაღალი სიზუსტე – ყოველი SNP შექმნილია მაღალი ხარისხის სიზუსტით;
  • მარკერების შერჩევის მეტი თავისუფლება;
  • ეფექტური ფასი;

myDesign - ტესტ-სისტემები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმატში და მოიცავს მარკერების განსხვავებულ რაოდენობას:

  • 384HT myDesign Custom - ტესტ-სისტემები – 1,500-დან 50,000-მდე მარკერი თითოეულ არეში, 384 არე თითოეულ პლანშეტზე;
  • myDesign სამიზნე გენოტიპირების (TG) ტესტ-სისტემები – 1,500-დან 200,000-მდე მარკერის გენოტიპირება თითოეულ არეში, გენომური სელექცია და სკრინინგი. პლანშეტები ხელმისაწვდომია 96 და 24 არიანი ფორმატით.
  • myDesign გენომური მასშტაბის (GW) ტესტ-სისტემები – 200,000-დან 2.6 მლნ-მდე SNP-ტიპირება ვალიდაციისა და გენომური-მასშტაბის კვლევებისთვის. პლანშეტები ხელმისაწვდომია 96 და 24 არიანი ფორმატით. მრავალი ტიპის ასოციაციური კვლევების დიზაინი შესაძლოა განხორციელდეს მასშტაბური კვლევებისას.

myDesign გენოტიპირების სისტემა მოიცავს:

  • Axiom 2.0 რეაგენტების ნაკრები 96 ნიმუშის ავტომატური ან მანუალური მომზადებისთვის, ან  Axiom 2.0 384HT რეაგენტების ნაკრები 384 ნიმუშის ანალიზისთვის.
  • პროტოკოლი ვალიდირებულია ავტომატიზებული მეთოდებით სამიზნე ნიმუშის მოსამზადებლად და ექსპერიმენტული არის დასამუშავებლად.

სპეციფიკაციები:

ტესტ-სისტემის ფორმატი:

384-არიანი პლანშეტი

ტესტ-სისტემის ტიპი:

გენის ასლთა რაოდენობების ანალიზი, გენოტიპირება

არეების რაოდენობა:

384 არე

მარკერების რაოდენობა:

1, 500 - 50,000 მარკერი

პროდუქტის ზომა:

1 x 384-არის პლანშეტი

სახეობები:

ადამიანი